სასწავლო პროექტი


„გავიგოთ სკოლის მოსწავლეთა რა ნაწილს წარმოადგენს გოგოები და ბიჭები“ 

პროექტის მთავარი იდეა: ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

პროექტის აქტუალობა: მოსწაავლეები კიდევ უფრო შეიყვარებენ საგანს.გაიღრმავებენ ცოდნას და მიღებული ცოდნა დაეხმარება მათ პრაქტიკული ამოცანების ამოხსნაში.
პროექტის მიზნები: ა) ბავშვებმა შეძლონ ჯგუფური მუშაობა და ერთმანეთთან თანამშრომლობა.
ბ) ჩაატარონ სწორი გამოთვლები
გ) წარმოადგინონ  სტატისტიკურიმონაცემები.

მოსწავლეთა ასაკი: 11–12 წელი.

ვადები: 2 დღე

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ა) გამოიყენებენ მათემატიკის გაკვეთილზე ნასწავლს პრაქტიკულ საქმიანობაში.
ბ)შეაგროვებენ სწორ მონაცემებს ნატურალურ რიცხვებში და შემდეგ წარმოადგენენ მას წილადების სახით.

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფურცლები, მარკერები, კომპიუტერი.

პროექტის მსვლელობა:
1)       მოსწავლეებს შევახსენებ პროექტის თემას
2)      კლასს ვყოფ 2 ჯგუფად
3)      ვადგენთ სამოქმედო გეგმას.ვანაწილებ მოვალეობებს ჯგუფში:
პირველ ჯგუფს ეძლევა დავალება გამოიანგარიშონ სკოლის მოსწავლეთა რა ნაწილს შეადგენს გოგონები.
მეორე ჯგუფს ეძლევა დავალება გამოიანგარიშონ სკოლის მოსწავლეთა რა ნაწილს შეადგენს ვაჟები.
4)ჯგუფები სკოლის ადმინისტრაციასთან  არკვევენ მოსწავლეთა საერთო რაოდენობას, მათ შორის გოგონებისა და ვაჟების  რაოდენობას და ადგენენ, თუ მოსწავლეთა რა ნაწილს წარმოადგენს გოგონები და ვაჟები.
5) აკეთებენ შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციას.
6) შეყავთ მონაცემები კომპიუტერში და წარმოადგენენ მას დიაგრამის სახით.

საგნებთან კავშირი: ისტ.

პროექტის ხელმძღვანელი: შორენა მუკბანიანი

ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:  shorenamukbaniani@gmail.com